

ხარაგაულის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კონკურსი დასრულდა.
მეორე ეტაპზე გადასული 16 პროექტიდან შვიდი გამარჯვებული ინტერნეტმომხმარებლებისგან ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სულ ონლაინ კენჭისყრაში 1 076 მოქალაქე ჩაერთო.
გთავაზობთ გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალს იდეის ავტორის, პროექტის სავარაუდო ღირებულებისა და ინტერნეტ გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეთა საერთო რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლების მითითებით:
აღნიშნული პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„ამ პროექტების განხორციელებისთვის 150 ათასი ლარია დაგეგმილი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი. გამარჯვებული პროექტების საერთო ჯამური სავარაუდო ღირებულება ამ თანხაზე ბევრად მეტია. თუმცა, მერიის სამსახურებისგან ჩატარებული შიდა მოკვლევით, შვიდივე პროექტი 2022 წელს განხორციელდება და 150 ათასი ლარი საკმარისია“.
ხარაგაულის თვითმმართველობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტირების დასკვნითი ეტაპისთვის 16 საპროექტო წინადადება შეირჩა
დღეს, 2 დეკემბერს, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ფერმერებთან საინფორმაციო
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, როდესაც
ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე
ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია
შობის მარხვა, კალენდრის მიხედვით, უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება