საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ ხორციელდება.
ამ პროექტის ფარგლებში მერიისგან გამოცხადებულ კონკურსში 25 საპროექტო წინადადება შევიდა. სამუშაო ჯგუფმა 16 იდეა მოიწონა. მერიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ამ იდეებიდან მოქალაქეთა მიერ ყველაზე მეტად მხარდაჭერილი 7 პროექტი შეირჩა.
ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამით შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება:
როდის დაიწყება სამოქალაქო ბიუჯეტირების კონკურსში გამარჯვებული იდეების პროექტირება და განხორციელება, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
– გამარჯვებული იდეების ავტორებს პროექტირების პროცესში ჩართულობა ვთხოვეთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – უახლოეს დღეებში პროექტების მოსამზადებლად ტენდერს გამოვაცხადებთ. ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებისთვის პროექტების შემსრულებლებიც გამოვლინდებიან და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. პროექტების განხორციელებას დიდი დრო არ დასჭირდება. სავარაუდოდ, ექვს თვეში შვიდივე პროექტი დასრულდება“.
მოქალაქეებისგან წარმოდგენილი ინიციატივების განსახორციელებლად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში 150 000 ლარი განისაზღვრა.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
რა უფრო დიდი პრობლემაა ხარაგაულში – დეკორატიული აბრების მოწყობა თუ მიუსაფარი ძაღლები
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების