

ხარაგაულში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში გამარჯვებული შვიდი პროექტისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებულ განმეორებით ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ამიტომ ტენდერი არ შედგა.
ტენდერი ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად 7 300 ლარზე იყო გამოცხადებული.
რა ბედი ელის ამ პროექტების განხორციელებას, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი გვპასუხობს, რომ სატენდერო კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და კომისიის წევრები ამ საკითხზე იმსჯელებენ.
ჭიპაშვილის თქმით, კანონით აკრძალულია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დამპროექტებლის შერჩევა. ამიტომ, შესაძლოა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სატენდერო თანხა გაზარდონ.
ამავე თემაზე
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.