ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელება დაიწყო.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. 2022 წლისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტი 150 000 ლარით განისაზღვრება. პროგრამის ფარგლებში მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდება და თითოეულზე თანხის მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება.
ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებიდან 25 საპროექტო წინადადება შევიდა. მერიაში ამ პროექტების შესაფასებლად მერის ბრძანებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან:
ვარლამ ჭიპაშვილი – მერის პირველი მოადგილე,
დავით დევდარიანი მერის მოადგილე და პროგრამის კოორდინატორი,
ვლადიმერ გელაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი,
ეკა დვალიშვილი – საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი,
პეტრე შარიქაძე – ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი,
ინგა ლურსმანაშვილი – იურიდიულოი განყოფილების უფროსი
ირინე ჩხეიძე – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.
სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილების მისაღებად 15 სექტემბერს შეიკრიბა. ამ სხდომას მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი შვებულებაში ყოფნის გამო ვერ ესწრებოდა. სხდომაზე ვერ გამოცხადდა ინგა ლურსმანაშვილი.
სამუშაო ჯგუფმა პროგრამის დასკვნითი ეტაპისთვის 16 პროექტი შეარჩია:
ეს პროექტები კენჭისყრაში ჩაერთვება. ამისთვის კითხვარი ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ხარაგაულელებს საშუალება აქვთ, პროექტების ჩამონათვალიდან მათთვის სასურველი წინადადება აირჩიონ და მხარი დაუჭირონ.
ის იდეა, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი