„ეტალონის“ საორგანიზაციო ჯგუფიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წელს ეს კონკურსი მაისში დაიწყება და მუნიციპალიტეტების მიხედვით მთელი წლის განმავლობაში გაიმართება. მასში მონაწილეობა ნებისმიერი სკოლის მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ.

„ეტალონი“ სამეტაპიანია და წელს, გასული წლის მსგავსად, დისტანციურად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ტესტირება კლასების მიხედვით მოეწყობა. მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეებისთვის რაიონული ტური გაიმართება. ფინალში კი მოსწავლეები საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან.

ფინალურ ღონისძიებას, რომელიც სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს მოეწყობა, „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი წარუძღვება. „ეტალონის“ ორგანიზატორთა თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ კონკურსის გამართვა 2022 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

2021 წელს ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ სასულიერო გიმნაზიელი ქეთევან მანჯავიძე გახდა.

2020 წელს ეს ტიტული ხიდრის სკოლის მოსწავლე გიორგი ლელაძემ მოიპოვა.

2019 წელს რაიონულ ტურში მარელისელმა ნონა ყიფიანმა გაიმარჯვა.

2018 წელს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძემ მოიპოვა.

2017 წელს გამართულ ამ კონკურსში ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოთა ხუთეულში მოხვდა ლიზა ბარბაქაძე (ხარაგაულის #2 სკოლა).

2016 წლის ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ მარელისელი ნინო მაღრაძეა.

2015 წლის ხარაგაულის რაიონული ტურის გამარჯვებული მარელისის სკოლის მოსწავლე მარიამ ფცქიალაძე ცხრა საუკეთესო მოსწავლეს შორის დასახელდა.