რაიონის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად სასკოლო ტურებში წარმატებული 54 ხარაგაულელი უფროსკლასელი იბრძოდა.
დღეს, 28 ნოემბერს, ხარაგაულის კინოთეატრის დარბაზში, გულშემატკივრების თანდასწრებით, ისინი მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორისგან, გოჩა ტყეშელაშვილისგან, დასმულ შეკითხვებს პასუხობდნენ.
შეკითხვებზე სწორი პასუხების გარდა, სისწრაფე იყო გადამწყვეტი.
საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ხარაგაულის რაიონულ ტურში წელს მარელისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნინო მაღრაძემ გაიმარჯვა.
რაიონის „ეტალონი მოსწავლის“ გარდა, გამოცხადდა რვა საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე: ანა მაისურაძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა), ლიზი ბარბაქაძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა), ნინო მაღრაძე (ვახანის საჯარო სკოლა), მარიამ ბერიშვილი (ვარძიის საჯარო სკოლა), ბარბარე ბარბაქაძე (ვაშლევის საჯარო სკოლა), ნინო კაკიაშვილი (მოლითის საჯარო სკოლა), სალომე გოგოლაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა) და ნონა მაჭავარიანი (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა).
ნონა მაჭავარიანმა მეორე ადგილი დაიკავა, სალომე გოგოლაძემ – მესამე ადგილი.
„ეტალონის“ რაიონული ტურის დანარჩენი მონაწილეები მეათე ადგილის მფლობელები არიან. მედიაპროექტის ფინალი ივნისში ქალაქ ბათუმში გაიმართება.
„ეტალონის“ რაიონულ ტურს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ, შეჯიბრის დაწყებამდე, საჯაროდ განაცხადა, რომ I-III ადგილებზე გასული მოსწავლეები მომავალი წლის მარტში პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდებიან.
ხარაგაულის წლევანდელი „ეტალონი მოსწავლე“ ნინო მაღრაძე მადლობას უხდის სკოლის დირექტორ ვერა ოდიკაძეს, მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი პედაგოგ ეკა ქურდაძეს და მიიჩნევს, რომ მის წარმატებაში ლომის წილი მათ მიუძღვით.
ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ გასულ წელს ასევე მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფცქიალაძე გახდა. მარიამი რესპუბლიკურ ფინალზე ცხრა საუკეთესო მონაწილეს შორის დასახელდა.
ვულოცავთ გამარჯვებულ მოსწავლეებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
„ეტალონის“ რაიონული ტურის ჩატარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2 960 ლარი დაუჯდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი