საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წლევანდელი გამარჯვებული საბა ებანოიძე ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა.
მან, „ეტალონის“ ავტორ გოჩა ტყეშელაშვილის შეფასებით, „ფენომენალური“ შედეგი აჩვენა, რეკორდულ დროში – 56 წამში 90 ქულა დააგროვა.
პირველ ადგილზე გასულ საბა ებანოიძეს განათლების სამინისტრომ 1000 ლარი გადასცა, მეორე ადგილზე გასულს – 800 ლარი, მესამე ადგილოსანს – 500 ლარი. საბა ებანოიძე 2500 ლარით დააჯილდოვა კომპანია „არემჯი გოლდმა“.
მეორე ადგილზე, 86 ქულით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხვნის სკოლის მოსწავლე გიორგი სიხარულიძე გავიდა.
მესამე და მეოთხე ადგილზე თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვეს თბილისელმა მარიამ ტყეშელაძემ და აბაშელმა საბა სამუშიამ, თუმცა მარიამმა ეს 66 წამში მოახერხა და საბამ 92 წამში.
საბა ებანოიძეს, მის მშობლებს, ხარაგაულის გიმნაზიას, კლასის ხელმძღვანელ მანანა კიკნაძესა და მთელ ხარაგაულს ვულოცავთ საბას „ეტალონში“ გამარჯვებასა და „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მინიჭებას.
„პირველ ადგილზე თუ გავიდოდი, ვერც წარმოვიდგენდი, – ამბობს საბა, – ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ხარაგაულის წარმატებაა. მიხარია, რომ ჩემი მხარე, ხარაგაული და მშობლიური სკოლა წარმოვაჩინე“.
საბა ებანოიძე აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს გამომცემლობასთან „ჩემი ხარაგაული“, საბა ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტია.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი