

22 ოქტომბერს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ეს ტიტული ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე ქეთევან მანჯავიძემ მოიპოვა.
კონკურსის მეორე ტური დისტანციურად ჩატარდა.
კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში – ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ეს ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 960 ლარით ფინანსდება.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.