„უბედნიერესი ვარ. დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლე მარიამ ფცქიალაძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“, – „ეტალონის“ ფინალურ შეხვედრაზე საუკეთესო მონაწილეთა ათეულში მოხვდა. მარიამის ასეთი წარმატება ჩემთვის სასწაულის ტოლფასი მოვლენაა, – წერს სოციალურ ქსელში მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, – გილოცავ, ჩემო ნიჭიერო მარიამ! წინ კიდევ უფრო ლამაზი და დიდი გამარჯვებებით სავსე წლები გელოდება. ვამაყობ შენით და არა მარტო მე.“

21 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფინალი გაიმართა. 2015-2016 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ბათუმის კერძო სკოლა „ნიკეს“ მე-11 კლასის მოსწავლე ანრი ფაღავა გახდა.

„ეტალონის“ ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა. სპორტის სასახლეში მათი გულშემატკივრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ეტალონის“ ფინალურ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მათ შორის – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში, 2015 წლის შემოდგომიდან, ამ პროექტის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა, შემოქმედებით გუნდთან ერთად, „ეტალონი მოსწავლე“ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოავლინა.

ვულოცავთ მარელისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ ფციალაძეს, მის მშობლებს, სკოლის დირექტორ ვერა ოდიკაძეს და მასწავლებლებს „ეტალონში“ მარიამისგან მიღწეულ წარმატებას.

ფოტოზე: მარიამ ფცქიალაძე სკოლის დირექტორ ვერა ოდიკაძესთან ერთად

vera-odikadzeeee