დღეს, 29 ოქტომბერს, ხარაგაულის #3 სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ რაიონული ტური გაიმართა.
მეორე ტურის მონაწილე მოსწავლეები სკოლებში სპეციალური ტესტირებით შეირჩნენ. რაიონულ ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 75 მოსწავლე მონაწილეობდა.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონ მოსწავლე“ საბა ებანოიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი საბას მშობლიურ – ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას გადაეცა.
ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ მარელისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი ნონა ყიფიანი გახდა. მან 206 წამში 75 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა გაგოშიძე (70 ქულა) გავიდა, მესამე ადგილი ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გელაშვილმა (69 ქულა) დაიკავა.
ქულების მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა:
მეოთხე ადგილი – გიგა ბერაძე – ბორის სკოლა;
მეხუთე ადგილი – მარიამ ყურაშვილი – მოლითის სკოლა;
მეექვსე ადგილი – მარიამ რიკაძე – ბორითის სკოლა;
მეშვიდე ადგილი – თამთა პავლაძე – ბორის სკოლა;
მერვე ადგილი – ნიკა მაჩიტაძე – კიცხის სკოლა;
მეცხრე ადგილი – ელენე ჩიჩილიძე – ხარაგაულის #3 სკოლა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ეტალონის რაიონული ტურის პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს მერია ფულად ჯილდოს გადასცემს.
ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ ფასიანი საჩუქრით ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლემ „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მესამედ დაიმსახურა. 2015-2016 სასწავლო წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ მარიამ ფცქიალაძე გახდა, 2016-2017 სასწავლო წლის – ნინო მაღრაძე.
„ეტალონის“ ფინალი ამ სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი