ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში დღეს, 26 ოქტომბერს, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ რაიონული ტური გაიმართა.
მეორე ტურის მონაწილე მოსწავლეები სკოლებში სპეციალური ტესტირებებით შეირჩნენ. შეჯიბრებაში დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 70 მოსწავლე მონაწილეობდა.
ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ ხიდრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ლელაძე გახდა. მან 80 ქულა 71 წამში დააგროვა. მეორე ადგილზე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ელენე ჩიჩილიძე გავიდა. ხოლო მესამე ადგილი ბორის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თამარ ჭანკოტაძემ დაიკავა.
ქულების მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა:
მეოთხე ადგილი – დიანა ლომსაძე – ლაშის სკოლა;
მეხუთე ადგილი – სალომე წარიაშვილი – საღანძილის სკოლა;
მეექვსე ადგილი –გიორგი კვირიკაშვილი – ხარაგაულის გიმნაზია;
მეშვიდე ადგილი – მარიამ ბერაძე – ბორის სკოლა;
მერვე ადგილი – ლუკა ბერაძე – ხიდრის სკოლა;
მეცხრე ადგილი – კესო იჩქიტიძე – ხარაგაულის#3 სკოლა;
მეათე ადგილი – მარიამ რიკაძე – ბორითის სკოლა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ეტალონის რაიონული ტურის პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს მერია ფულად ჯილდოს გადასცემს.
მეათე და მეოთხე ადგილზე გასულ მოსწავლეებს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
„ეტალონის“ფინალური შეხვედრა 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება.
„ეტალონის“ ავტორისა და წამყვანის, გოჩა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, წლევანდელ საქართველოს ეტალონ მოსწავლეს თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
გასულ წელს საქართველოს ეტალონი მოსწავლე ხარაგაულელი საბა ებანოიძე გახდა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი