კორონავირუსის პანდემიის გამო, ზესტაფონში მოქმედი დღის ცენტრი „ორიონი“ ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.
დისტანციური სწავლების დროს ინტერნეტით ცენტრის ბენეფიციარებთან ურთიერთობა რთული აღმოჩნდა, რადგან მათ ნაწილს ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს.
„ორიონის“ ხელმძღვანელი ჟანა ფერაძე ამბობს, რომ თითოეული ბენეფიციარისთვის ინდივიდუალური გეგმა შემუშავდა.
„პანდემიის მეორე ტალღას უფრო მომზადებულები შევხვდით, – ამბობს ჟანა ფერაძე, – დაიგეგმა აქტივობები. მშობლებს უკვე წინასწარ ვაწვდიდით დავალებებს. თუ შეიძლება კარგი რამე ითქვას პანდემიაზე ისაა, რომ მშობლების ჩართულობა გაიზარდა და ჩვენი შრომა მეტად წარმოჩინდა, ცოცხალი ურთიერთობები მეტად დაფასდა.
საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს 2021 წლის პირველი თებერვლიდან დავუბრუნდით. ბავშვები ძალიან ბედნიერები და გახარებულები არიან.
დღეს, 23 აპრილს, 13:00 საათზე, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ღია ცის ქვეშ გავმართავთ. ზესტაფონის #5 სკოლის უფროსკლასელები შემოგვიერთდებიან. ეს ღონისძიება მშობლების აქტიური ჩართულობით მომზადდა“.
ზესტაფონის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში „ორიონი“ მომსახურებას სპეციალური საჭიროებების მქონე 6-დან 18 წლამდე 40 მოზარდი და 18 წლის ზემოთ 30 მოზრდილი იღებს.
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
დღის ცენტრ „ორიონში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ზესტაფონის დღის ცენტრი „ორიონი“ პანდემიის პირობებში
„ორიონის“ ჯადოსნურმაღონისძიებამ დაგვარწმუნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
„ორიონი“ ხარაგაულში (ვიდეო)
„განსხვავებული“ ხარაგაულში
„ორიონში“ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა ამოქმედდება
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი