
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე), პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის მიზნით, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულთან“ (დირექტორი რუსუდან გურგენიძე) ერთად განხორციელდება.
ამ პროექტის – „პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაშია“ პრეზენტაცია ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ:
– პროექტის ექსპერტები: მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე;
– დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე;
– ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების სამედიცინო სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეები.
პროექტის „პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაშია“ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე ხელშეწყობა პირველადი ჯანდაცვის რეფორმირებით – მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით.
საქართველოში 2018 წელს ჯანდაცვის მთლიანმა დანახარჯებმა 2 500 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხის 39% (982 მლნ ლარი) სახელმწიფომ დაფარა და ამით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (ჯანმო) რეკომენდირებულ მინიმალურ ზღვარს (40%) მიუახლოვდა.
ამ მაჩვენებლით (ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხვედრითი წილით ჯანდაცვაზე მთლიან დანახარჯებში) საქართველო ჩამორჩება არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს, (მაგ., იაპონია (82,1%), საფრანგეთი (77,5%), არამედ – ნაკლებად განვითარებულ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებსაც (მაგ., ბელორუსი (65,4%), უკრაინა (54,5).
საქართველოში ჯანდაცვის სისტემა რომ გაძლიერდეს, ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების ეფექტურად ხარჯვის მექანიზმები უნდა განვითარდეს; პირველადი ჯანდაცვის განვითარება უნდა დაჩქარდეს, რათა ჯანდაცვის სისტემა გახდეს:
პროექტით „პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაშია“, ორი მუნიციპალიტეტის (ხარაგაული, ჭიათურა) მაგალითზე, უნდა გამოვიკვლიოთ საექიმო ამბულატორიებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წინაშე პირველადი ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევები.
ექვსთვიანი კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს სამთავრობო ორგანოებს, საზოგადოებასა და ევროდელეგაციას წარვუდგენთ.
პროექტი ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
პროექტში ჩართულია სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (დირექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი).
ამ პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია:
პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017-2020) ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
ლაურა გოგოლაძე
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი იმერეთის“ დირექტორი
ამ პროექტის შესახებ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ:
კვლევა „პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში ხარაგაულისა და ჭიათურის მაგალითზე“
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა აუცილებელია – პროექტი ჭიათურასა და ხარაგაულში (ვიდეო)
ოჯახის ექიმის ხელშეწყობა პაციენტზე თადარიგიანი ზრუნვაა
ოჯახის ექიმები სახელმწიფომ მიატოვა
ოჯახის ექიმსა და ექთანს სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება
სოფლის ექიმებს მოგების გადასახადი რატომ დაგვეკისრა – კითხულობენ ჭიათურელი ექიმები
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ნინო ჩხობაძე – გარემოს დაცვაზე ხელისუფლება, საზოგადოება და ბიზნესი თანაბრად პასუხისმგებელია
სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო