

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები 25 ივლისს დაბა ხარაგაულის მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ.
შეხვედრა დაბა ხარაგაულში გამავალი საავტომობილო გზის ალტერნატივაზე მსჯელობას მიეძღვნა. შეხვედრაზე ხარაგაულელებმა მოითხოვეს, რომ მშენებარე საავტომობილო გზამ გაიაროს არა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, არამედ – აგრარული ბაზრიდან ბაზალეთის მიმართულებით.
შეხვედრის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ალტერნატიული გზა დაათვალიერეს და ამ საკითხის განხილვას დაგვპირდნენ.
ხარაგაულში გამართული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დავინტერესდით.
ხარაგაულში გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საბოლოო გადაწყვეტილება, ამის გასარკვევად დეპარტამენტს წერილობით მივმართეთ.

დეპარტამენტიდან მიღებულ პასუხში აღნიშნულია: „2018 წლის 25 ივლისს ხარაგაულში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიმარტა, რომ ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის პროექტი მოიცავს არსებული გზის რეაბილიტაციას. დაპროექტებული გზა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიუყვება არსებულ გზას და ითვალისწინებს არსებული საგზაო ნაგებობების გამოყენების შესაძლებლობას. იმ ადგილებში, სადაც არსებული გზის ტრასირების პარამეტრები არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს, გათვალისწინებულია უკვე არსებული ტოპოგრაფიული პირობების გაუმჯობესებები მოსაზღვრე განაშენიანებისა და შენობა-ნაგებობების გათვალისწინებით.
დაბა ხარაგაულში გამავალ მონაკვეთთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზა ამჟამადაც დაბა ხარაგაულის ცენტრში გადის. დღეის მდგომარეობით, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე დაგეგმილია ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს გზის არსებული მიმართულების უცვლელად დატოვებას, მისი გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებით.
დეპარტამენტში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე მდებარე ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას მონაკვეთისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის სამუშაოების ჩატარება: არსებული საგზაო საფარის რეაბილიტაცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება შესაბამისი კუთვნილებებით (სიჩქარის შეზღუდვა სწორხაზოვან მონაკვეთებზე 60 კმ/სთ-მდე, ხოლო მრუდხაზოვან მონაკვეთებზე 30-40 კმ/სთ-მდე,
„ქვეითთა გადასასვლელის“ და „ბავშვების“ საგზაო ნიშნების დაყენება შესაბამის ადგილებში, სიჩქარის დამგდები კომპლექტების დამაგრება გზის ზედაპირზე, „ქვეითთა გადასასვლელის“ საგზაო მონიშვნა ამისთვის განკუთვნილ ადგილებში და ა.შ.).
რაც შეეხება ტრანზიტულ მოძრაობას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზაზე ტრანზიტული მოძრაობა არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები E-60 ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას და ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას მონაკვეთზე იწარმოებს პარალელურ რეჟიმში.

ფოტოებზე: საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 25 ივლისს, ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, დაბა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე გამავალი გზის ალტერნატიული – ბაზალეთის გზა დაათვალიერეს.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი