

დაბა ხარაგაულის მოსახლეობა ჩუმათელეთი-მოლითი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტის გაცნობას ითხოვს.
ამ მიზნით მოქალაქეები 29 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ.
მოქალაქეებმა შეხვედრაზე მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს გაუგზავნეს. მიმართვას ხელს ასამდე მოქალაქე აწერს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძემ დღეს, 6 ივლისს, გვაცნობა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ახლახან საკრებულოში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძის პასუხი მიიღეს.
წერილში ვკითხულობთ:
„შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა ამჟამად დაბა ხარაგაულის ცენტრში გადის.
დღეის მდგომარეობით, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე დაგეგმილია საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს გზის არსებული მიმართულების უცვლელად დატოვებას მისი გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებით.
დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოთქვამს მზადყოფნას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართოს შეხვედრა, განუმარტოს მათ პროექტის მნიშვნელობა და კომპეტენციის ფარგლებში მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთა შეხვედრა ხარაგაულში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი