
ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მშენებლობისას დაბა ხარაგაულის მოსახლეობა აუცილებლად მიიჩნევს, რომ ტრანზიტული ავტომანქანებისთვის ალტერნატიული გზა მოეწყოს. ეს პოზიცია მოქალაქებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან 25 ივლისს ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე დააფიქსირეს.
„ალტერნატიული გზის პროექტი რომ მომზადდეს და არსებული პროექტი დაკორექტირდეს, ამისთვის ალტერნატიული გზის ტექნიკური და ეკონომიკური მახასიათებლები უნდა დავასაბუთოთ, – აღნიშნა მაშინ შეხვედრაზე დეპარტამენტის სამშენებლო სამსახურის უფროსის მოადგილე ნოდარ აღნიაშვილმა.
ხარაგაულში გამართული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დავინტერესდით.
სამშენებლო სამსახურის უფროსის მოადგილე ნოდარ აღნიაშვილმა გვიპასუხა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად ხარაგაულში შეხვედრაზე დაყენებული ალტერნატიული გზის ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეს.
ამჟამად მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წინადადებები მუშავდება. ნოდარ აღნიაშვილის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსაზრებას და საბოლოო დასაბუთებულ პასუხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში აცნობებს.
ფოტოზე: საავტომობილო გზების წარმომადგენლები ხარაგაულში ალტერნატიულ გზის მოწყობის საკითხს განიხილავენ, 25 ივლისი, 2018 წ.
პარკების მწარმოებელი კომპანიები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით