დღეს, 4 ივნისს, ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ცვლილება შეიტანეს 2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში.
2017 წლის დეკემბერში მოწონებულ 26 ინფრასტრუქტურულ პროექტს წელს დაემატა 4 პროექტი: დაბა ხარაგაულში 11 სკვერის, ვარძიაში მესამე უბნის გზის, ხიდარში შარიქაძეების უბნის გზისა და ხემაღალში სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დაამტკიცეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც დეტალურად საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 28 მაისს განიხილეს.
საკრებულომ დაამტკიცა ელექტრონული საქმისწარმოებისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესები.
აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ხუთი წლის დაგვიანებით მიიღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2018 წლის მარტში შეისწავლა, თუ რამდენად ასრულებენ მუნიციპალიტეტები მთავრობის 2013 წლის #219 დადგენილებას და შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა (თავმჯდომარე დავით კიკნაძე) და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) მუშაობის ანგარიშები.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი