ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 25 დეკემბრის სხდომაზე მერიის მიერ მომზადებული და რეგიონალური განვითარების ფონდში წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს მკითხველებს 22 დეკემბერსაც წარვუდგინეთ. გაცნობებთ, რომ მას შემდეგ პროექტების ნუისხასა და სავარაუდო ღირებულებაში ცვლილებაა.
თითოეული პროექტის საერთო ღირებულების 95%-ს რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო თანხის 5%-ს – მუნიციპალიტეტი.
წელს ხარაგაულში იგეგმება:
- დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 209 140 ლარი;
- ლახუნდარაში ეკლესიის უბნის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 238 533 ლარი;
- წყალაფორეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 100 000 ლარი;
- თეთრაწყაროს გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 200000 ლარი;
- ქროლის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 258 099 ლარი;
- გაღმა ვაშლევის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 131 450 ლარი;
- საქასრიაში რკინის ხიდის უბანში გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 177 253 ლარი;
- ხონის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 192 636 ლარი;
- ღარიხევის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 120 000 ლარი;
- უბისაში ძინძიბოურის უბანში გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 139 067 ლარი;
- სერბაისის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 192 006 ლარი;
- ვახანის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 139 081 ლარი;
- ნუნისის გზის რეაბილიტაცია ხიდიდან მონასტრამდე – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 311 444 ლარი;
- ბორის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 421 975 ლარი;
- ზედა ლაშეში გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 279 722 ლარი;
- უჩამეთის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 160 987 ლარი;
- მარელისში კაპნარი–კელასოურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 332 852 ლარი;
- ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 171 855 ლარი;
- გრიგალათის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 310 622 ლარი;
- ხუნევში კალოსუბნის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 149 441 ლარი;
- ლაშეში მანჯავიძეების, ცისკაძეებისა და მაჭავარიანების უბნების გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 200 000 ლარი;
- ბაზალეთში ნანიტაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 100 000 ლარი;
- ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობა – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 200 000 ლარი;
- ნადაბურის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 727 502 ლარი;
- დეისის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 536 937 ლარი;
- სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 200000 ლარი.