

ეს ინფორმაცია დღეს, 28 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა მიაწოდა.
„საქართველოს მთავრობის 3 მაისის #955 განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევის გზის მოსაბეტონებლად 320,3 ათასი ლარი გამოიყო,“ – აღნიშნულია საკრებულოსთვის მერიიდან გაგზავნილ მოხსენებით ბარათში, რომლის მიხედვითაც წელს ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში მორიგი ცვლილება განხორციელდება.
მოხსენებითი ბარათის თანახმად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გზების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 275,1 ათასი ლარი გამოეყო;
ბიუჯეტის საკუთარი სახსრების ნაშთიდან 3,6 ათასი ლარი მიიმართება მედიაპროექტ „ეტალონში“ გამარჯვებული პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული მოსწავლეებისთვის პერსონალური კომპიუტერების შესაძენად;
ბიუჯეტის საკუთარი სახსრების ნაშთიდან გამოიყოფა ასევე 18,6 ათასი ლარი ბორის სკოლა-პანსიონთან არსებული საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების წლის ბოლომდე ასანაზღაურებლად.
ბორის საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასები მხოლოდ ოთხი თვის დაიგეგმა, რადგან ეს ბაღი ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას უნდა გადმოცემოდა, – აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, – ობიექტური მიზეზების გამო, ბორის საბავშვო ბაღი გაერთიანებას ამ დრომდე ვერ გადმოეცა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრები „ობიექტური“ მიზეზით დაინტერესდნენ.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, შენობა, სადაც ბორის საბავშვო ბაღია განთავსებული, ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს – შენობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საჭიროებს. საამისოდ, კი დავით კიკნაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 10 ათას ლარამდე თანხაა საჭირო.
დეპუტატები საბიუჯეტო ცვლილებას 4 ივნისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი