

ახალგაზრდული ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში კონკურსის „რჩეული“ პირველი ტური გაიმართა.
ამ კონკურსში VIII-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. თითოეული სკოლიდან საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მოსწავლე „რჩეულის“ ფინალში ჩაერთვება.
პირველ ტურში მონაწილე ყველა მოსწავლეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრისან შედგენილი ერთნაირი შეკითხვები დაურიგდათ. „რჩეულის“ მეორე ტურში გადავა ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მცირე დროში ყველაზე მეტ სწორ პასუხს დააგროვებს.
მეორე ტურში გადასული 26 მოსწავლიდან ფინალისთვის 9 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე იგივე პრინციპით გამოვლინდება.
დღეს, 10 აპრილს, ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის“? გაზაფხულის სერიის პირველი ტური.
ფოტოზე: „რჩეულის“ შესარჩევი ტური ხარაგაულის #2 სკოლაში
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის