
2010 წლის ოქტომბერში ჰიბრიდულ სიმინდთან დაკავშირებით, ხარაგაულის კინოთეატრში შეხვედრა გაიმართა.
დარბაზი სავსე იყო ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით. შეხვედრაში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორის მონაწილეობასთან დაკავშირებით კი „პრობლემა“ შეიქმნა, – მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა ღონე მოსინჯა, რომ იმ დარბაზში არ ვყოფილიყავით.
2011 წლის შემოდგომაზე ნაცმოძრაობის მთავრობამ „ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა“ წარუმატებლად გამოაცხადა, – ეს პროგრამა მოსახლეობის არასაკმარისად ინფორმირებულობის გამო ჩაგვივარდაო.
დღეს, 30 მარტს, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გამართულა. „შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროგრამით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენო“, – ვკითხულობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ფეისბუქგვერდზე.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციისთვის მერიას ამ შეხვედრაზე არ შეუტყობინებია.
„აწარმოე საქართველოში“ შესახებ „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველებს ამ პროგრამის გამოცხადებისთანავე, 17 მარტს, ვაცნობეთ. თუმცა, ხარაგაულში გამართული ამ შეხვედრის შესახებ რომ გვცოდნოდა, ამ პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები, ბუნებრივია, უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებდნენ.
მიგვაჩნია, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც უკეთესი იქნებოდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხარაგაულის მერია სათანადოდ ვერ აფასებს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემაზე გამართულ შეხვედრებში „ჩემი ხარაგაულის“ ჩართულობის მნიშვნელობას; ეს იმ ვითარებაში, როცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ყოველწლიურად, ათეულობით ათას ლარს ხარჯავს „მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის“.
მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირები „ჩემი ხარაგაულის“ სატელეფონო შეკითხვებს დაუყოვნებლივ და ამომწურავად პასუხობენ.
გვაინტერესებს, რატომ ვერ ახერხებს ხარაგაულის მერია ადგილობრივ დამოუკიდებელ მედიასთან საკუთარი ინიციატივით თანამშრომლობას, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ წინასწარ ინფორმირებას გულისხმობს.
ლაურა გოგოლაძე
22-25 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა,
სენაკᲨი, ხელოვნების აკადემიის არტფესტივალის 10 წლის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების
ამ წუთებში ხარაგაულის სპორტულ დარბაზში
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.