
მივმართავ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვისაც დამოუკიდებელი მედიის როლის გაგება და ჩვენთან თანამშრომლობა უჭირს.
მოგვეცით საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა!
ახლა ურთიერთდაპირისპირების დრო არ არის!
ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას მძიმე დღეები უდგას, მეწყერთან დაკავშირებით. თუმცა, ეს არ გაძლევთ ჩვენზე თავდასხმისა და მუშაობაში ხელისშეშლის უფლებას!
ბოლო ინციდენტი სწორედ ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული მეწყერის ჩვენგან გაშუქებას უკავშირდება.
ამ თემას ივნისიდან ვაშუქებთ. სწორედ „ჩემი ხარაგაულიდან“ შეიტყვეს ინფორმაცია ცენტრალურ დონეზე მაუწყებელმა ტელევიზიებმა და ონლაინგამოცემებმა.
ვაშუქებთ სრული პასუხისმგებლობით, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებითა და შესაძლებლობებით.
ღვერკი-ხემაღალის მეწყერთან დაკავშირებით მოქალაქეთა შეკითხვებსა და კომენტარებს ჩვენს ფეისბუქგვერდზე არ/ვერ წავშლით. ვერც ზოგიერთი ჩინოვნიკისთვის სასურველ „გაშუქების სტანდარტს“ მოვერგებით.
შეგიძლიათ მოქალაქეებს უპასუხოთ, ან/და თქვენი განსხვავებული მოსაზრებებიც დააფიქსიროთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე, მკითხველთა წუხილების გვერდით.
მოქალაქეებს, განსაკუთრებით – დამეწყრილ ოჯახებს – რაც შეიძლება დროული, სრულყოფილი და რეალური ინფორმაცია სჭირდებათ, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით.
27 წლის პასუხისმგებლიან, კვალიფიციურ და მრავალ ქარტეხილგამოვლილ მედიაორგანიზაცია „ჩემ ხარაგაულთან“ დაპირისპირებას, აჯობებს, ჩვენთან გამართული თანამშრომლობა ახლა მაინც შეძლოთ და თავადაც მოგვაწოდოთ მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
წარმატებებს გისურვებთ ღვერკი-ხემაღალის მეწყერის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ლაურა გოგოლაძე
„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ხარაგაულის მერის მიერ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლას
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს
ხარაგაულის მერი „ჩემი ხარაგაულის“ წინააღმდეგ
რატომ მიაჩნია „ჩემი ხარაგაული“ გამგებელს „დასაჯარიმებელ გაზეთად“
გონიერი ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობს
დამოუკიდებელი მედია გვაწვდის რეალურ ინფორმაციას, პროპაგანდის მსხვერპლი რომ არ აღმოვჩნდეთ
დამოუკიდებელი მედია მოქალაქეების მხარდამჭერია
პოსტი სოციალური ქსელიდან
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2
გუშინ ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფარცხნალში,
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის N1550 განკარგულებით,
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის