საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარების მხარდამჭერი ორგანიზაციები დამოუკიდებელი გამოცემის „ჩემი ხარაგაული“ მდგომარეობით დაინტერესდნენ.
სწორედ მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად დავამონტაჟეთ 2014 წლის 15 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ჩაწერილი ვიდეომასალა.
ოცწუთიან ვიდეოში ასახულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „ჩემი ხარაგაულის“ ურთიერთდამოკიდებულება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრიდან ათი თვე გავიდა, ამ ურთიერთობაში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი დამოუკიდებელ გაზეთს „ჩემი ხარაგაული“ ტენდენციურობას აბრალებენ. ამის შესახებ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთში „ახალი ხარაგაული“ წერენ.
„ჩემი ხარაგაულის“ გამომცემელ ლაურა გოგოლაძის მოთხოვნაზე, დაასახელონ კონკრეტული სტატიები, რომლებიც, მათი აზრით, ტენდენციურია, გამგებელი 2014 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ წერილს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე 2013 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციებს ასახელებენ.
ვიდეოში მათგან დასახელებული ორივე „ფაქტი“ წარმოდგენილია.
2014 წლის 12 ივნისს რომ ხარაგაულის გამგებელი სასამართლოში სარჩელის შეტანით დამემუქრა, დაუყოვნებლივ გადავუგზავნე „სადავო“ სტატია იურისტებსა და საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას. მათგან მიღებული პასუხებითაც დავრწმუნდი, რომ ჩვენგან გამოქვეყნებულ სტატიაში არც ერთი კანონისა და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის არც ერთი მუხლი დარღვეული არ არის.
რაც შეეხება ვარლამ თავზარაშვილისგან დასახელებულ „ფაქტს“, როგორც ვიდეოშიც მოისმენთ, ის აცხადებს, რომ თითქოს გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ მთელ გვერდზე გამოვაქვეყნეთ სტატია ინგა მაღრაძისგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ეტლის გადაცემის ამსახველი ფოტოთი. 2013 წელს ინგა მაღრაძე იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
რეალურად კი, აღნიშნული პირისთვის ეტლი არც არავის გადაუცია. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ „იგეგმება შუამდგომლობა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე მცირე ზომის ეტლის გამოსაყოფად.“
ჩემს მოთხოვნაზე, მიპასუხოს, თუ სად არის ეტლის გადაცემის ამსახველი ფოტო, ვარლამ თავზარაშვილი ამბობს, რომ… „ფოტო ინტერნეტშია“ (?!)… და თავი მართალი ჰგონია??!!!
დანარჩენს ვიდეოში თავად ნახავთ და მოისმენთ.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი