საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ საქმიანობის ანგარიში ხარაგაულში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლებს გაგვაცნო.
ამ ორგანიზაციის დამფუძნებელმა ხათუნა მანჯავიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყველა ორგანიზაცია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე. მისივე თქმით, განხორციელებული პროექტების შედეგები უფრო ცხადი პროექტის დასრულების შემდეგ ჩანს.
„საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარდგომას 2022 წელსაც ვგეგმავდი, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე – თუმცა, ქვეყანაში სხვა თემები იყო უფრო მნიშვნელოვანი.
საზოგადოებისთვის საქმიანობის ანგარიშის გაცნობის მოტივაცია დღეს უფრო მეტად გამიძლიერა აგორებულმა კამპანიამ, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხო ქვეყნის აგენტები“ არიან.
მინდა იცოდეთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებაზე.
დონორი ორგანიზაციები, რომელთა მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებშიც ვიმარჯვებთ, ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოვითხოვოთ მათგან კონკრეტული ანგარიშები, რადგან მოდარაჯე თვალი როცა გიყურებს, საქმის გაკეთებას მეტად ცდილობ“.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ 2011 წლიდან სულ 17 პროექტი განახორციელა. ამ ორგანიზაციის პროექტით, რომელიც ნარჩენების მართვას ეხებოდა, 2015 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ათ მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა.
ანგარიშის წარდგენისას ხათუნა მანჯავიძემ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც ორგანიზაციამ 2019-2021 წლებში განახორციელა. ეს პროექტებია:
კონკრეტულად რა სარგებელი მიიღო თითოეული პროექტისგან მოსახლეობამ, ამის შესახებ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ვრცელ მასალას ამზადებს და უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ხარაგაულის საბავშვო ბაღებზე მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა
ნარჩენების მართვის გამოცდილება – შანსი, რომელიც ხარაგაულმა ვერ გამოიყენა
ქარსაცავი საქარაში – ქართული ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგი
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.