ხარაგაულის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ათ მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა პროექტით „პოლიეთილენი დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით.“
ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
ათი საუკეთესო პრაქტიკის მქონე თვითმმართველობა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დაჯილდოვდნენ კონფერენციაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015″, რომელიც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მიეძღვნა და 12 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ-მარიოტში“ გაიმართა.
პროექტის „პოლიეთილენი დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით“ განხორციელება არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) 2014 წლის თებერვლიდან დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთავსებულ სპეციალურ ურნებში გროვდება პოლიეთილენის ბოთლები და ცელოფნის პარკები. შეგროვებული მასა სპეციალური აპარატით იპრესება და გადამუშავდება.
მას შემდეგ, რაც დონორისგან ფინანსური მხარდაჭერა დასრულდა, სოფლებიდან ნარჩენების გამოტანა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გარდა, საუკეთესოების სტატუსი მუნიციპალიტეტებმა შემდეგი პრაქტიკისთვის დაიმსახურეს:
ბორჯომის მუნიციპალიტეტი – საინფორმაციო უზრუნველყოფა;
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი – ენერგოეფექტურობა;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი: 1 – აღურიცხავი ქონების რეგისტრაცია; 2. მონიტორინგის ელექტრონული სისტემა;
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი – საგარეო ურთიერთობებით მიღწეული შედეგები;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – ტურისტული პოტენციალის კვლევის და მონაცემთა ბაზის შექმნისთვის;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – ინკლუზიური პროგრამა;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი -უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა;
მარნეულის მუნიციპალიტეტი – მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.