

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სს „საქართველოს რკინიგზის“ ხარაგაულის რაიონის მოლითი-მარელისის ცვლის უფროსი ა.გ. დააკავეს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა სს „საქართველოს რკინიგზის “ კუთვნილი შპალების მიყიდვას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას.
ხვალ, 28 მაისს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ევროკავშირის
ევროკავშირის წარმომადგენლობისa და წევრი ქვეყნების საელჩოები ერთობლივ
„სინათლე მედიის“ ანგარიშზე მორიგი დონაცია, 1000 ლარი, ჩაირიცხა.
დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო