

გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ დააკავა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
შსს მას, სავარაუდოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. ნინია კაკაბაძე რუსთაველის გამზირიდან, სადაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.
ჟურნალისტის თქმით, მას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მცირეწლოვან შვილთან დარეკვის საშუალებას, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. მოგვიანებით ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს. სასამართლო მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს, 4 ნოემბერს, იმსჯელებს.
„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტები პროევროპული პროტესტის დაწყების დღიდან აშუქებენ საპროტესტო აქციებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ლოკაციებზე. ისინი ფოტო და ვიდეოკამერაზე ასახავენ ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტებსაც.
როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, ნინია კაკაბაძე 3 ნოემბერსაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის იდგა არა მანიფესტანტებთან, არამედ სხვა ჟურნალისტებთან ერთად და კადრებს იღებდა.
ნინია კაკაბაძის და სხვა ჟურნალისტების დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ დააკავა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. შსს მას, სავარაუდოდ, გზის […]
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება.
4 ნოემბერს ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს.
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს