საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციისთვის მშენებელი კომპანიების გამოვლენის ვადა 13 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ ამ გზის რეაბილიტაციისთვის 14 ოქტომბერს გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების მიღება 28 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო.
რა გახდა ტენდერის გადავადების მიზეზი, ამ შეკითხვით საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ.
„ტენდერის მიმდინარეობისას დაინტერესებულმა კომპანიებმა ითხოვეს წინადადებების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივება, რის საფუძველზეც მათგან წინანადებების მიღების ბოლო ვადად 13 დეკემბერი განისაზღვრა“, – გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
ამ გზის რეაბილიტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 87 445 490 ლარია.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის მაისში გამოცხადებული ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სექტემბრის ბოლოს ჩაშლილად გამოაცხადა, რადგან მაშინ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანიისგან შეთავაზებული ფასი მნიშვნელოვნად აღემატებოდა სამუშაოების სავარაუდო ღირებულებას.
ათეული წლებია, ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა უგზოობით დატანჯულია. ამ გზის მშენებელობა 2018 წლის დეკემბერში აზერბაიჯანულმა „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „აკკორდმა“ დაიწყო და სამუშაოები 29 თვეში უნდა დაესრულებინა.
2020 წლის ნოემბრიდან კომპანიამ გზის მშენებლობა ვეღარ გააგრძელა.
„აკკორდთან“ ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი