

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია „აკორდის“ საქართველოს ფილიალის დირექტორმა ალიკ ჯაფაროვმა მოლითი-ჩუმათელეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია. პირველ, ძირულა-მოლითის 25 კმ-იან მონაკვეთზე, ამ დროისთვის მიწისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია-მშენებლობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება 54 566 117 ლარია. სამუშაოების ვადად 29 თვეა განსაზღვრული.
მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2
გუშინ ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფარცხნალში,
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის N1550 განკარგულებით,