ხარაგაულის #1, წყალაფორეთის, ვარძიის, კიცხისა და ბორითის საბავშვო ბაღებში 2019 წელს მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა. მათგან გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური წლის განმავლობაში დაახლოებით 8-10 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა ამჟამად ეს ელექტროსადგურები დაახლოებით 3500-4000 ლარი ღირებულების დენს გამოიმუშავებს.
ამ დანადგარებს სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის სტაბილური პარამეტრების ელექტროენერგია სჭირდება. ხარაგაულის სოფლებში კი ეს პრობლემა აღმოჩნდა. დენის სიმძლავრე როცა დაბალია, ეს დანადგარი ავტომატურად ითიშება და შემდეგ ხელით ჩართვას საჭიროებს.
მეორე პრობლემა ისაა, რომ მზის სადგურები ელექტროენერგიის მაქსიმუმს მაშინ გამოიმუშავებენ, როცა მას მზის სხივები პირდაპირ ეცემა და არაფერი ეფარება.
ზაფხულში საბავშვო ბაღებზე არსებულ მზის ელექტროსადგურებს სპეციალისტები კიდევ ერთხელ ნახავენ და შესაძლოა, მათ ადგილმდებარეობა შეუნაცვლონ.
ფოტოზე: მზის ელექტროსადგური ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღზე
ასევე დაგაინტერესებთ:
კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებით მძიმე საბავშვო ბაღებისთვის აღმოჩნდა
ხარაგაულის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა ყურადღებას საჭიროებს
ხარაგაულის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კონტინგენტისა და სპეციალისტების სიმცირეა
სექტემბრიდან საბავშვო ბაღების კვებაში წახემსება დაემატება
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.