ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 21 საბავშვო ბაღსა და ერთ სასკოლო მზაობის ჯგუფს აერთიანებს. 540 ბავშვის სწავლა-აღზრდაზე 268 თანამშრომელი ზრუნავს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა ბავშვთა კონტინგენტისა და სპეციალისტების სიმცირეა. ქვეყანაში მიგრაციის გამო სოფლები დღითიდღე იცლება და გამონაკლისი არც ხარაგაულია. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომელიმე სოფელში ბავშვი აღარ იყოს და საბავშვო ბაღიც დაიხუროს, ამის საფრთხე რეალურია.
მეორე დიდი პრობლემა სპეციალისტების ნაკლებობაა. დღეს ზოგიერთ საბავშვო ბაღში 5-8 აღსაზრდელთან 5-7 თანამშრომელი მუშაობს და ასეთ დროს შტატების გაზრდაზე საუბარი უხერხულია; მაგრამ თუ ბავშვთა რაოდენობა მოიმატებს, რამდენიმე საბავშვო ბაღში მუსიკის პედაგოგის, ფსიქოლოგის საჭიროებაც დადგება. თუმცა, მხოლოდ ვაკანსიის გამოცხადება ხარაგაულში კვალიფიციურ სპეციალისტებს ვერ გააჩენს. პროფესიონალების მოძიება ხარაგაულში ჭირს.
საბავშვო ბაღის აღმზრდელებს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. ამისათვის საქართველოში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის აღმზრდელი შესაბამის აკრედიტირებულ სასწავლებელში უნდა გადამზადდეს და ეს პროცესი 2024 წლამდე უნდა დასრულდეს.
2022 წლის ბოლომდე ხარაგაულის საბავშვო ბაღების 16 აღმზრდელი გადამზადდება. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ერთი აღმზრდელის გადასამზადებლად დაახლოებით 300 ლარი უნდა გადაიხადოს. შემდეგ ორ წელიწადში გადამზადება 70-მა ხარაგაულელმა აღმზრდელმა ქუთაისში უნდა გაიაროს.
ფოტოზე – ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში
ასევე დაგაინტერესებთ:
მზის ელექტროსადგურების სარგებელი ხარაგაულის საბავშვო ბაღებში
ხარაგაულის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა ყურადღებას საჭიროებს
კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებით მძიმე საბავშვო ბაღებისთვის აღმოჩნდა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.