ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა უნდა აიგოს, ვინაიდან ძველის ადგილას ავტობანი შენდება. პროექტი მზადაა, თუმცა ტენდერის გამოცხადება გვიანდება.
2021 წლის ოქტომბრიდან ხევის საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი სასწავლო პროცესს კერძო სახლის პირველ სართულზე აგრძელებს. მეორე ჯგუფის ფუნქციონირებისთვის ეს დაქირავებული ფართი საკმარისი არ არის.
სოფელ ხევში, ფაქტობრივად, არ არის ისეთი შენობა, სადაც, ყველა საჭირო ნორმისა და წესის დაცვით, 40 აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი. ამიტომ სექტემბრამდე ხევში საბავშვო ბაღისთვის შენობის აგება ამ ბაღის გამართულად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და მომავალ სასწავლო წელს სწავლის განახლება ახალ შენობაში იგეგმება.
ბორითის საბავშვო ბაღის სიახლოვეს ავტობანი შენდება. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ამ ეტაპზე აქვს დასკვნა, რომ საბავშვო ბაღის ფუნქციონირება უსაფრთხოა, თუ ავტომაგისტრალის მხარეს არსებული ეზოთი არ ისარგებლებენ. თუმცა ავტობანის ამოქმედების შემდგომ უსაფრთხოება განმეორებით იქნება შესაფასებელი. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ ბორითის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება გახდეს აუცილებელი.
მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფი დაწყებითი სკოლის შენობის ერთ ოთახში ფუნქციონირებს. ჯგუფში 16 აღსაზრდელია. მარელისში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა რაოდენობა საბავშვო ბაღის გახსნის შესაძლებლობას იძლევა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაცია ორ ვარიანტს განიხილავს; განათლების სამინისტროსგან თანხმობის შემთხვევაში, დაწყებითი სკოლის შენობაზე ბაღისთვის საძინებლისა და სამზარეულოს მიშენება არის შესაძლებელი. თუმცა, უკეთესია, საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აშენდეს.
ფოტოზე: ბორითის საბავშვო ბაღი
ასევე დაგაინტერესებთ:
კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებით მძიმე საბავშვო ბაღებისთვის აღმოჩნდა
მზის ელექტროსადგურების სარგებელი ხარაგაულის საბავშვო ბაღებში
ხარაგაულის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კონტინგენტისა და სპეციალისტების სიმცირეა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.