
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის სასწავლო პროგრამის სამგზის გამარჯვებულია. სანდრო ამ გაცვლითი პროგრამით 2024 წელს – რუმინეთში, 2025 წლის მარტში – ავსტრიაში, ივნისში კი – ლატვიაში იმყოფებოდა.
„ჩემი მიზანია ევროპაში განათლების მიღება, – ამბობს სანდრო, – მიყვარს მოგზაურობა, ახალგაზრდა ადამიანებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა კულტურის გაცნობა და შემეცნება. ამ ყველაფრის საშუალებას კი პროგრამა „ერასმუსი+“ იძლევა. ამიტომ გადავწყვიტე და საკუთარი ძალები მოვსინჯე. შევავსე აპლიკაცია, სადაც აღვწერე ჩემი გამოცდილება, ინტერესები, ცოდნა და მოტივაცია, – თუ რატომ მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობა. საკმაოდ რთული კონკურსი წარმატებით დავძლიე და ამჯერად ლატვიაში შვიდ ქართველ მოსწავლესთან ერთად გავემგზავრე.
„ერასმუს+“- ის ყველა სასწავლო პროგრამა აქტუალურ თემებზეა დაფუძნებული. ლატვიაში ვიზიტისას განვიხილეთ თემები: სოციალური ინკლუზია, მწვანე გარემო და ციფრული უნარები. გარდა ყოველდღიური ლექციებისა, გვქონდა სხვადასხვა აქტივობები, – ინტელექტუალური და სპორტული თამაშები. ყველაზე მეტად გასვლითი ტური მომეწონა, დავათვალიერეთ ლატვიის დედაქალაქი რიგა, ქალაქები ვალმიერა და ცესისი. ცესისში ქაღალდის გადამამუშავებელი უზარმაზარი ქარხანა და ნაციონალური პარკი დავათვალიერეთ; ვიმყოფებოდით ამ ქალაქის ადგილობრივ დღესასწაულზე, სადაც უამრავ ღირსშესანიშნაობასა და კულტურულ მრავალფეროვნებას გავეცანით“.
სანდრომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უკვე დაიწყო. პარალელურად მუშაობს თავის მეორე რომანზე. პირველი რომანი „ევროპელი“ წიგნად გამოიცა და მკითხველის მოწონება დაიმსახურა.
„დადებითი შეფასებებით მკითხველები მაძლევენ მოტივაციას, გამოვცე ჩემი მეორე რომანი. ასევე ვარ გადაცემა „წიგნების თაროს“ მონაწილე და ვემზადები მეთხუთმეტე სეზონში ასპარეზობისათვის“, – სამომავლო გეგმებს გვიზიარებს სანდრო.
წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ სანდრო ტაბატაძეს.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: მარჯვნიდან მესამე სანდრო ტაბატაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
„ევროკავშირის პროგრამა „ერასმუს+“ ახალგაზრდების განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა“
ბედნიერი ვარ, ბუქარესტში ქართული კულტურა რომ წარმოვაჩინე – სანდრო ტაბატაძე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის სასწავლო პროგრამის სამგზის გამარჯვებულია. სანდრო ამ გაცვლითი პროგრამით 2024 წელს – […]