მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდა, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი მაინც დაბალია.
მშობლები ბაღში ბავშვების მიყვანის ვალდებულებას, გაუმჯობესებული ეპიდვითარების პირობებშიც კი, აღარ გრძნობენ. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაც გაცდენებს ისე მკაცრად, როგორც პანდემიამდე, ვეღარ აღრიცხავს.
საბავშვო ბაღებიდან მოშორებით მცხოვრები მშობლები თავიანთი შვილებისთვის ტრანსპორტს ერთობლივად ქირაობდნენ. პანდემიის დროს კი ვირუსის გამო, რამდენიმე ბავშვი ბაღში ვეღარ დადიოდა. სხვა აღსაზრდელების მშობლებისთვის კი ეს ხარჯი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტის დაქირავება ვეღარ შეძლეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულ აღსაზრდელთა მხოლოდ 50-70% დადის. ამან ავტომატურად იმოქმედა საბავშვო ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე. ტენდერის პირობებში ჩადებულია, რომ საბავშვო ბაღები პურით ყოველ ორ დღეში უნდა მომარაგდეს.
პროდუქტის მოწოდებაზე მოთხოვნა შემცირებულია, საწვავის ფასი კი გაზრდილი, მცირე რაოდენობის პროდუქტის მისატანად მომწოდებელმა ხარაგაულის შორი სოფლები კვირაში სამჯერ უნდა მოიაროს.
პროდუქტის ფასები თითქმის ყოველკვირეულად იმატებს. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ტენდერის თანხის მაქსიმუმ 10%-ით გაზრდა შეუძლია, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი თანხა დღევანდელ საბაზრო ფასებს მაინც არ შეესაბამება. ამის გამო, ტენდერში გამარჯვებული მომწოდებელი მნიშვნელოვნად ზარალდება.
თუ მომავალი სასწავლო წლიდან აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი არ გაიზარდა, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ საკვები პროდუქტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, შესაძლოა, მომწოდებლებისთვის უინტერესო აღმოჩნდეს.
ფოტოზე – ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში
ასევე დაგაინტერესებთ:
მზის ელექტროსადგურების სარგებელი ხარაგაულის საბავშვო ბაღებში
ხარაგაულის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა ყურადღებას საჭიროებს
ხარაგაულის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კონტინგენტისა და სპეციალისტების სიმცირეა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.