

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი იმერეთის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და აჭარის სოფლებში მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, დამჭერ ფერომონებს განათავსებს.
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 3 ათასამდე ფერომონის დამონტაჟებაა დეგეგმილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 100 დამჭერი ფერომონი უკვე განთავსდა. ყველა სოფელში 5 ფერომონი დაიკიდა. მსგავსი ფერომონები აზიური ფაროსანას მონიტორინგისთვის იდგმება, რაოდენობაზე დასაკვირვებლად.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნინო სახვაძის ინფორმაციით ტემპერატურის მატებასთან ერთად მავნებელი გამოსვლას დაიწყებს. მათი რაოდენობა თუ გაზრდილია, შესაბამისად, წამლობა დაიწყება.
„დამჭერი ფერომონები, ძირითადად, განათებულ ადგილებსა და მიტოვებულ სახლებთან იდგმება. ღამის ტემპერატურა 12-15 გრადუსს რომ მიაღწევს, ფაროსანა სწორედ მაშინ დაიწყებს თავშესაფრებიდან გამოსვლას, – ამბობს ნინო სახვაძე, – წამლობა მავნებლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, დაიგეგმება წამლობა“.
ბოლო წლებში განხორციელებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული. თუმცა, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულში ვაქცინაციისთვის საჭირო ვეტერინართა ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა
აპრილიდან მერძევეობის მოდერნიზაციის პროგრამა განახლდება
„ზესტაფონიდან ხარაგაულში მიწის მცირე ფართობის დასამუშავებლად მოსვლა არ გვიღირს“
მეფუტკრე ფერმერებისთვის დარგობრივი რეკომენდაციები შემუშავდება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,