

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.
ეს ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტომ მოგვაწოდა. 1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდიის ოდენობა 200 ლარს (აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას) შეადგენს. აგრობარათზე დარიცხული ქულებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს დასრულდება პროგრამის ბენეფიციარებისათვის აგროქულების დარიცხვა. იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯერ არ აუღიათ აგრობარათი, ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია ან დაზუსტება 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინეს, ბარათების მიღებას მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შეძლებენ. აგრობარათის მისაღებად, ლიბერთი ბანკის ფილიალში ვიზიტამდე, დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებპორტალზე myliberty.ge
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამაში 246 ათასი ფერმერია ჩართული, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 32 მლნ ლარს აჭარბებს.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,