

საქართველოში მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ვაქცინაცია დაიწყო.
თუმცა, ეს პროცესი ხარაგაულში, იმის გამო, რომ კერძო ვეტერინარებთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდა, ამ დრომდე ვერ იწყება.
კერძო ვეტერინარები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხოველთა ვაქცინაციაზე უარს რამდენიმე გარემოების გამო აცხადებენ.
ერთ-ერთი პრობლემაა ხარაგაული- ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ავარიულობა და ამ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კერძო ვეტერინარები საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და არ სურთ რთულად სავალ გზებზე მგზავრობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ავთო ვეფხვაძე ამბობს, რომ კიცხის ზონაზე ორი კერძო ვეტერინარია. ისინი მხოლოდ წვრილფეხა ცხოველთა ცოფის აცრაზე აცხადებენ თანხმობას, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აცრას არ აპირებენ.
„ამ დროისთვის ხარაგაულში ვერ დაკომპლექტდა ვეტერინართა ჯგუფები, რომ ვაქცინაცია დაიწყოს.
ამ პრობლემის შესახებ ვაცნობე ჩვენი სამსახურის როგორც რეგიონალური სამმართველოს, ასევე ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჰყავს მობილური ჯგუფები და შეიძლება ჩემთან ერთად კოორდინირებულად დაიწყოს ვაქცინაცია. გეგმით გათვალისწინებულია 9 ათასზე ცოტა მეტი მსხვილფეხა რქოსანის აცრა მოდალურ დერმატიტზე, 1500 – ბრუცელოზზე (ძირითადად, მდედრი მსხვილფეხა რქოსანი) და 3600 სული კატა და ძაღლი ცოფზე“, – ამბობს ავთანდილ ვეფხვაძე.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,