

მეფუტკრეობის დარგში არსებული გამოწვევები და მეფუტკრე ფერმერთა საჭიროებები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
ეს ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტოდან მოგვაწოდეს.
„ფერმერებისთვის თანამედროვე დარგობრივ ცოდნაზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქტიურად ვაგრძელებთ ფერმერთა საექსტენციო მომსახურებას, სადაც დარგობრივი ასოციაციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, – ამბობს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე.
შეხვედრაზე ფუტკრის დაავადებებთან, მათ შორის, ვარვატოზთან, ბრძოლის და ფუტკრის ოჯახების აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით ელექტრონული და ბეჭდური საინფორმაციო მასალები უნდა შემუშავდეს; მეფუტკრე ფერმერებისთვის რეგიონებში ტრენინგები ჩატარდება.
შეხვედრაში მონაწილეობა მეფუტკრეთა ასოციაციის წევრებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო კვლევითი-ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან