

ხარაგაულში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“.
ორგანიზაცია 2012 წელს ხათუნა მანჯავიძემ დააფუძნა იმ მიზნით, რომ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებასა და ამ კუთხით ქალების გააქტიურებაზე ეზრუნათ. ამ წლების განმავლობაში პროექტები ხარაგაულსა და ზესტაფონში განახორციელეს.
რომელი პროექტია ყველაზე შედეგიანი და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, – ამის შესახებ ხათუნა მანჯავიძეს ვესაუბრეთ.
„2013 წელს ხარაგაულში ნარჩენების დახარისხების პროექტი განვახორციელეთ, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – პირველად საქართველოში პოლიეთილენის ბოთლებისა და ცელოფნისთვის 26 ცალი ურნა განთავსდა. შეგროვებული ნარჩენები მუშავდებოდა და იყიდებოდა. ამ პროექტის გამო ხარაგაული, როგორც ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა. ეს პროექტი კი საქართველოში გაეროს წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა.
ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან სათანადოდ არ თანამშრომლობს.
„ყველაზე აღიარებული და წარმატებული ნარჩენების მართვის პროექტი კრახით დასრულდა, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – სანამ პროექტს ჩვენ ვმართავდით, მუნიციპალიტეტში წელიწადნახევარში 5 ტონა პოლიეთილენის ბოთლი და ცელოფნის პარკი შეგროვდა.
2015 წელს პროექტის მართვა თვითმმართველობას გადავეცი, რადგან მათი თანადაფინანსებით განხორციელდა. „ხარაგაულდასუფთავებამ“ ბუნკერების დაცლა შეწყვიტა, პრესი გაიძარცვა.
ამჟამად 5 კვტ-მდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ვამონტაჟებთ იმ ინდმეწარმე ქალების საწარმოებზე, რომლებმაც ბიზნესი ახლა წამოიწყეს და პანდემიამ ხელი შეუშალა.
საზოგადოებრივ ორგანიზაციას ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია. ბევრი პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას მოითხოვს. ამ კუთხით შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი ნაკლებად მაქვს“.
ლიკა ხიჯაკაძე
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა