

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედში ნაგავსაყრელის ადგილზე სკვერი მოეწყო. სკვერში ბაღის სკამები, საქანელები და საჭადრაკო მაგიდა დამონტაჟდა.
ხარაგაულში ნაგავსაყრელების გაკულტურების პროექტს „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, დაცვა – მოვალეობა“ „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) ახორციელებს.
„საქარიქედი, კიცხისა და ვერტყვიჭალის შემდეგ, მესამე სოფელია, სადაც ამ პროექტის ფარგლებში სკვერი გაიხსნა, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა მანჯავიძე, – ჩვენი მიზანი არა მხოლოდ სკვერების გახსნაა, არამედ გვსურს, მოსახლეობას დაინახოს, რომ ტერიტორია, სადაც ადრე ნარჩენებს ყრიდნენ, შეიძლება უკეთესად გამოვიყენოთ. ახლა მოსახლეობაზეა დამოკიდებული, ამ სკვერს როგორ მოუვლის.
დიდი მადლობა „ქალთა ფონდს“, ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას, ააიპ „ხარაგაულდასუფთავებას“ და მოსახლეობას აქტიური მხარდაჭერისათვის“, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე და იმედს გამოთქვამს, რომ ნაგავსაყრელების ნაცვლად გახსნილი სკვერები ბევრ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს.
„უდიდესი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე ვდგევართ. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ძალებით ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენს სოფელსა თუ თემში ნარჩენების მართვის პრობლემის მოგვარებას, – აღნიშნა „ქალთა ფონდის“ მონიტორინგის ხელმძღვანელმა ია ქაჯაიამ.
საქარიქედში მცხოვრები ლამზირა გიორგაძე ყველა იმ ადამიანის მადლიერია, ვინც პროექტის განხორცილებას მხარი დაუჭირა და ამ ამბობს, რომ აუცილებელია სკვერის შემოღობვა, რათა პირუტყვმა სკამები და საქანელები არ დააზიანოს.
„სკვერი ჩვენი თავშეყრისა და დასვენების ადგილად იქცევა და ზაფხულში ჩამოსულ დამსვენებლებსაც გავახარებთ, – ამბობს საქარიქედელი იამზე თაბუკაშვილი.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის