ხარაგაულში, წყალაფორეთის საბავშვო ბაღში 25 ოქტომბერს, პროექტის – „ალტერნატიული ენერგიის წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.
პროექტი ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტის ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში (ხარაგაულის #1, წყალაფორეთის, ვარძიის, კიცხისა და ბორითის) 30 კვტ, ქსელში ჩართული, მზის მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა.
„ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ იმერეთში ეს ქსელში ჩართული მზის პირველი ელექტროსადგურია. ამ პროექტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ენერგოდამოუკიდებლობის, დაზოგილი ფინანსების ეფექტურად გამოყენებისა და კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად პირველი ნაბიჯი გადადგა.
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის წარმომადგენელმა სალომე სიჭინავამ აღნიშნა, რომ ეკოგრანტების პროგრამის პრიორიტეტი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და გარემოსდაცვითი აქტივობების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებებს სრულად პასუხობს პროექტი „ალტერნატიული ენერგიის წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“.
სალომე სიჭინავამ იმედი გამოთქვა, რომ დაზოგილი თანხა, რაც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას მოხმარებული ელექტროენერგიისთვის უნდა გადაეხადა, საბავშვო ბაღების გაძლიერებას მოხმარდება და იქ დასაქმებულები პროექტით მიღებულ შედეგს რეალურად იგრძნობენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სამსახურის უფროსმა ლაშა ლობჟანიძემ სკოლამდელი ასაკიდან გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარაგაულში განხორციელებულ ინოვაციურ პროექტს მიმდევრები მალე მთელ საქართველოში გამოუჩნდებიან.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ყოველწლიურად 25 000 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს, – ამბობს ამ გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – მზის მიკროელექტროსადგური ელექტროენერგიის ხარჯს 15 ათას ლარამდე შეამცირებს. მზის პანელები ხარაგაულის ხუთ საბავშვო ბაღში „აირონ+“-მა დაამონტაჟა.
წყალაფორეთში პროექტის დახურვის ღონისძებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მონაწილე, ხარაგაულის #2 სკოლის ეკოკლუბელები ესწრებოდნენ.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე:
მალე დადგება დრო, ყველა ოჯახის მზის ელექტროსადგურით ისარგებლებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი