მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური წლისთვის რეგისტრაცია 2026 წლის 22 ოქტომბერს დასრულდება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამა FLEX ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას, რომ უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით.

შერჩეულ მონაწილეებს აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არიან საქართველოს მოქალაქეები;
  • დაბადებული არიან 2010 წლის 1 იანვრიდან – 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
  • 2026–27 სასწავლო წელს არიან მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლეები;
  • ფლობენ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
  • აკმაყოფილებენ J-1 ტიპის ვიზის მიღების მოთხოვნებს (მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები ა.შ.შ.-ში 90 დღეზე მეტი).

დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

P.S. FLEX-ის პროგრამით ამერიკაში ხარაგაულიდან 2016-2017 წელს ფერიდე ბერაძე სწავლობდა, 2019-2020 წლებში – სალომე მაჭავარიანი, 2021-2022 წლებში კი კესო ჩხიკვაძე.