მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის FLEX-ის 2021 წლის გამარჯვებული, ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე თავის ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„გაცვლითი სტუდენტობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი საკუთარი კულტურის გაზიარება რომ არის, ეგ აქამდეც ვიცოდი, მაგრამ დღეს International educational week-ის ფარგლებში ბოლო პრეზენტაცია ჩავატარე ფინ ჰილის საშუალო სკოლაში და საბოლოოდ დავრწმუნდი, რა განსხვავებული, საამაყო და კარგი გრძნობაა სხვებს შენს ქვეყანაზე რომ უყვები, ისინიც დაინტერესებულები რომ გისმენენ და შემდეგ უამრავ შეკითხვას გისვამენ.
დღეს კიდევ 30 სტუდენტს გავაგებინე, რომ საქართველო ევროპაშია, ფელამუში გემრიელია, ბუნება ლამაზი გვაქვს, ქართული ანბანი უნიკალურია და რუსეთი ოკუპანტია“, – წერს კესო ჩხიკვაძე.
კესო ჩხიკვაძე წლევანდელი FLEX-ის ერთადერთი ხარაგაულელი მონაწილეა. ის ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლთან ახლოს, ქალაქ კირკლენდში ამერიკულ ოჯახში იცხოვრებს და ამერიკულ სკოლაში ისწავლის.
FLEX ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა და ამერიკის მთავრობა აფინანსებს. ამ პროგრამით, ყოველწლიურად, საქართველოდან 80 მოსწავლეს არჩევენ.
კესო ჩხიკვაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია.
ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
კესო ჩხიკვაძე ამერიკულ პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს (ვიდეო)
ხარაგაულელი კესო ჩხიკვაძე ამერიკაში გაემგზავრა
კესო ჩხიკვაძე ამერიკაში FLEX-ის პროგრამით, სავარაუდოდ, აგვისტოში გაემგზავრება (ვიდეო)
კესო ჩხიკვაძე – FLEX-ის წლევანდელი გამარჯვებული ხარაგაულიდან
ხარაგაულელი კესო ჩხიკვაძე, ფლექსის კურსდამთავრებულებთან ერთად, ამერიკის ელჩს შეხვდა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი