„მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ყველა მონაწილე ვალდებულია, თავის ქვეყანაზე პრეზენტაცია გამართოს, – წერს სოციალურ ქსელში ამერიკის ლუიზიანას შტატის ქალაქ ბოუშორსიტიდან ხარაგაულელი ფერიდე ბერაძე, – ამისთვის საუკეთესო დრო საერთაშორისო განათლების კვირაა.
ყველაფერი მზად მქონდა. მასწავლებელმა სიხარულით დამითმო გაკვეთილი, მაგრამ ცოტა მაინც მეშინოდა, რადგან ვფიქრობ, ამერიკელებს ცოტა უცნაური ხასიათი აქვთ; ყოველ შემთხვევაში, – ჩემს სკოლაში.
რაც შემეძლო გადავდე პრეზენტაცია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ჩამეტარებინა?..
…ჰოდა, მოვიხურე საქართველოს დროშა, ჩავიცვი „ფლექსის“ მაისური და დავიწყე პრეზენტაცია.
ინტერესით მისმენდნენ. აინტერესებდათ, რას ვეტყოდი ყვეყანაზე, რომელზეც არასოდეს არაფერი სმენიათ.
მეც დავიწყე… გავაცანი საკუთარი თავი, ქართული და ამერიკული ოჯახი, ჩემი ქართველი კლასელები და მეგობრები, ჩემი სოფელი. გავაცანი საქართველო…
საქართველოს ისტორიამ, რომ არ მოველოდი, ისე დააინტერესათ. რამდენი ომი გამოუვლია საქართველოს და რამდენი გაჭირვება. ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში რომ ქალი მეფე გვყავდა, ყველა კუთხეს რომ თავის მუსიკა, ცეკვა და სამზარეულო აქვს. გავაცანი კერძები: მწვადი, ხინკალი, ჩურჩხელა, გოზინაყი…
ხაჭაპური პიცას შეადარეს, მწვადი – შიშკაბაბს, გოზინაყი – რომელიღაც ტკბილეულს.
ძალიან გაეხარდათ, როცა მოულოდნელად თავიანთი სახელები ნახეს ფურცლებზე ქართულად დაწერილი. იმას, რომ საქართველოში ალკოჰოლის მიღება ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, ოვაციებით შეხვდნენ.
უამრავი კითხვა დამისვეს ჩემ სოფელზე და სკოლაზე. ვაჩვენე ფრაგმენტები რაგბისა და ჭიდაობის შეჯიბრებებიდან. განსაკუთრებით ბიჭები აღაფრთოვანდნენ და დაიწყეს განხილვა, თუ როგორ აკეთებდნენ ილეთებს და ის, რომ თითქმის შეუძლებელი იყო ასეთი რამ.
ფანდურზე სიმღერას კი ისეთი ოვაციები მოჰყვა, რომ არ ველოდი. პრეზენტაციის ბოლოს ერთხმად მთხოვეს, რომ კიდევ მემღერა რამე. ვუამბე ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, ჭურ-მარანზე. ავუხსენი, ჩვენთან „სტუმარი რომ ღვთისაა.“
აღფრთოვანებულები უყურებდნენ სვანურ კოშკებს… ჩემი სახლი, ეზო და სოფლის ხედი იმდენად მოეწონათ, თქვეს რომ ჩემი შურდათ, რადგან, ასეთ ლამაზ ადგილას ვცხოვრობდი.
ახლა უკვე იციან, რომ Georgia საქართველოა.
პრეზენტაციის ბოლოს ერთმა თქვა, – წავედი პასპორტის გასაკეთებლადო…
მეორემ, – მე საქართველოში მივდივარ საცხოვრებლადო…
20 წუთიანი პრეზენტაცია საათსა და ოც წუთს გაგრძელდა.
ამ პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ განუმეორებელ, ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელსაც მოვლა და პატრობა სჭირდება მხოლოდ!“
ამავე თემაზე:
ბორელი ფერიდე ბერაძე ერთი წლით ამერიკაში ისწავლის
ფერიდე ბერაძე – საქართველოს ელჩი ამერიკაში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი