

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამ პროექტში ჩაერთო.
ეს პროექტებია:
ხარაგაულის თვითმმართველობა „კარგი ფინანსური მმართველობის“ პროექტში ჩაერთო;
ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აპირებს ხარაგაულის თვითმმართველობა, ევროკავშირის მხარდაჭერით;
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი ახალი ტექნიკით აღიჭურვება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი მადლიერებას გამოთქვამს გერმანიის მთავრობის მიმართ, რომელიც ამ პროექტებს აფინანსებს.
„ამ სამი პროექტის განხორციელებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება დაგვეხმარება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ევროკავშირი ყველა სტარტეგიული მიმართულებით მხარს გვიჭერს. ხარაგაულში, ევროკავშირის დაფინანსებით, უკვე რამდენიე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა:
კეთილმოეწყო კულტურისა და დასვენების პარკი, „დევების“ სკვერი, აშენდა საბავშვო ბაღი ხუნევში, მობეტონდა გზა მიროწმინდაში.
ეს თავისთავად არ მოდის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ჩართულია კონკურენციაში და დიდი ძალისხმევაა საჭირო, კონკრეტული პროექტის საჭიროების დასასაბუთებლად.
გერმანიის მთავრობა მუნიციპალიტეტის შერჩევისას არა მხოლოდ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების აზრს ითვალისწინებს, არამედ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებსაც ეცნობა, – თუ როგორ თანამშრომლობს მათთან თვითმმართველობა.
ასე რომ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ამ პროექტების განხორციელებით სარგებელს მიიღებს“.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.