ხარაგაულის მუნიციპალიტეტი გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტში -„კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ჩაერთო.
საქართველოში ამ პროექტის მონაწილე კიდევ შვიდი მუნიციპალიტეტია – ახალციხე, დუშეთი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ქედა, ხაშური.
პროექტის განხორციელებაში მუნიციალიტეტების მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
პროექტის – „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მიზანია საქართველოში სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის მხარდაჭერა, განსაკუთრებით – ადგილობრივ დონეზე.
პროექტის პრეზენტაციაზე გერმანიის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლიჯია კრისტმანმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი, საჯარო ფინანსების მართვის კუთხით, შედეგზე ორიენტირებული, გენდერულად მგრძნობიარე და თანამონაწილეობითი იქნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამ სამწლიანი პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, საქართველოს რვა მუნიციპალიტეტისთვის 6 მილიონი ევროა განსაზღვრული. ეს თანხა თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და საბიუჯეტო პროცესის სწორად დაგეგმვის ხელშეწყობისთვის დაიხარჯება.
„საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს იღებს და დროს ტყუილად არ ფლანგავს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – თანდათან უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება გვიგროვდება.
ასეთ კონკურსებში გამარჯვება ადვილი არ არის. ეს თვითმმართველობის საჯარო მოხელეების გუნდისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგია.
თვითმმართველობას გვაფასებენ იმის მიხედვითაც, თუ როგორ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან. საერთო ჯამში კი ერთმანეთის მხარდაჭერით ყველა ვძლიერდებით“.
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი