ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ მიერ დაფინანსებული ინიციატივის, „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL)“, ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს.
ამ კონკურსის მიზანი საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება, რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარებაა.
ხარაგაულის თვითმმართველობამ საგრანტო კონკურსში, დაფინანსების მოსაპოვებლად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების იდეა წარადგინა.
ეს იდეა ხარაგაულის მერიისა და შპს „გჰ აგრის“ ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ პროექტის მიზანია, დაეხმაროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონალური ტურისტული ცენტრი გახდეს.
ამ კონკურსში წარდგენილი იდეის დაფინანსების შემთხვევაში, ხარაგაულის თვითმმართველობა პროექტის შესაქმნელად 500 000 ლარს მიიღებს, ხოლო თავად პროექტზე 7-დან 20 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
„კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ჩვენ ჩხერის ციხის გარშემო მიმზიდველი ინფრასტრუქტურისა და გარემოს შექმნის იდეა წარვადგინეთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ეს გულისხმობს ჩხერის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობას, კვების ობიექტების განთავსებას და სხვა საინტერესო ინფრასტრუქტურის შექმნას“.
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
ამავე თემაზე
ხარაგაულის თვითმმართველობა „კარგი ფინანსური მმართველობის“ პროექტში ჩაერთო
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი