

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს დასაფინანსებლად სამი პროექტის წარდგენას გეგმავს.
ეს პროექტებია:
აღნიშნული საკითხი დღეს განსახილველად ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა.
მისი თქმით, „2021 წელს, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი პროექტი დაფინანსდა – სოფელ ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობა და „დევების“ ქანდაკებების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობა.
ხუნევის ბაღის მშენებელი უკვე გამოვლენილია და ხელშეკრულება გასაფორმებლად ამხანაგობა „ბარსონბილდთან“ 588 000 ლარზე მზადდება.
„დევების“ ქანდაკებების მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის, რომელიც 282 000 ლარით დაფინანსდა, მერია ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს“.
პეტრე შარიქაძის ინფორმაციით, ამ სამი პროექტიდან, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მხოლოდ მიროწმინდაში გზის რეაბილიტაციისთვისაა მომზადებული.
ამ საკითხს დეპუტატები ხვალ, 13 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. საკრებულოსგან მხარდაჭერის შემთხვევაში პროექტები იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს გადაეგზავნება.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში.
ფოტოზე: ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკი
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის