

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
რას ითვალისწინებს რეორგანიზაცია, – ახალი ადმინისტრაციული მოდელი როგორი იქნება; რამდენი საშტატო ერთეულის შემცირება გახდება აუცილებელი; როდის დაიწყება და რა ვადაში დასრულდება რეორგანიზაციის პროცესი, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს.
– მერიის რეორგანიზების შესახებ ბრძანება გამოცემულია. პროცესი დაწყებულია. შესაბამისად, – როგორი სტრუქტურული ცვლილებები იქნება და რამდენი საშტატო ერთეული დარჩება საბოლოო ჯამში, – ამაზე ვმუშაობთ. დაახლოებით ორ თვეში, ივლისისთვის, რეორგანიზაციის პროცესი უნდა დავასრულოთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
თუმცა, მანამდე, – ამ ბრძანების შესაბამისად, – მოთხოვნილი მაქვს სამსახურებისთვის, წარმოადგინონ ინფორმაცია, – რამდენი განყოფილებაა საჭირო, რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს კონკრეტულ პოზიციებზე, რას აკეთებენ ეს სპეციალისტები.
ზოგიერთი პრაქტიკულად, ე.წ. „მკვდარი“ შტატია, – წლის განმავლობაში დატვირთული რომ ვერ არის. აი, მაგალითად, ჩვენ გვაქვს შტატი გარემოს დაცვის მიმართულებით. ზოგადად, გარემოს დაცვაზე ცენტრალიზებული სტრუქტურებია პასუხისმგებელი და შეიძლება, რომ ადგილზე დარჩეს შტატი იმ ფუნქციური დატვირთვით, რომელიც უფრო მიზანშეწონილია; მაგალითად, გეოლოგის სპეციალობით.
გარემოს დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები ნაკლებია და გეოლოგის პროფესიის მქონე ადამიანი ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. თვე ისე არ გავა, რამდენიმე მოქალაქემ რომ არ მოგვმართოს, მეწყერული პროცესიდან გამომდინარე. ეს მოქალაქეები მათი მდგომარეობის შესწავლას ითხოვენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური დეპარტამენტი გვეუბნება, – სადაც ხედავთ, რომ რისკი დიდია, გამოიძახეთ ჩვენი გეოლოგი. ამას დრო სჭირდება და თვეობით ლოდინი გვიწევს. მცირე შეფასებებისთვის უკვე შესაძლებელი იქნება, მერიაში დასაქმებული გეოლოგი მივიდეს და შეაფასოს სიტუაცია, რამდენად რისკის შემცველია.
მერიაში ათი სამსახურის ფუნქციონირების შესაძლებლობა გვაქვს. მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახური თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, მერიაში ცხრა სამსახური დარჩა. არ არის გამორიცხული, შევქმნათ მეათე, – საჭიროებიდან გამომდინარე.
ზოგიერთი განყოფილება, შესაძლებელია, გაუქმდეს; ზოგიერთები – გაერთიანდეს. რამდენიმე განყოფილება გვაქვს ისეთი, სადაც შეერთება არ გამოიწვევს არანაირ დისკომფორტს, არც თანამშრომლებისთვის და არც ფუნქციური დატვირთვისთვის.
სტრუქტურა როგორც კი იქნება გამართული, დასამტკიცებლად მივმართავთ საკრებულოს. საშტატო განრიგი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
რაც შეეხება რიცხოვნობას, – თითქმის 25 შტატი, რომელზედაც კონკურსები უნდა გამოცხადებულიყო და თანამშრომლები აგვეყვანა, უკვე შევამცირეთ. ამის გარდა, ჩვენ კიდევ გვაქვს საშტატო ერთეულები, რომლებიც არ არის დატვირთული და ამ შტატებზე აუცილებლად კონკურსები გამოცხადდება.
ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ეს პროცესი და იმავდროულად, მაქსიმალური აქცენტები გაკეთდეს პროფესიონალიზმზე.
განყოფილებების შეერთებაზე როცა ვსაუბრობ, შესაძლებელია, კონკურსის გამოცხადება არ დაგვჭირდეს. მათ შორის ვინც უფრო ოპტიმალური იქნება და წამყვანი, ის განყოფილება დარჩება თავისი განყოფილების ხელმძღვანელით. სამსახურებშიც ასევე შეიძლება მოხდეს.
ვაკანტურია მერიის კულტურის სამსახურისა და საფინანსო სამსახურის უფროსების თანამდებობები. დამატებით თუ ერთი სამსახური შეიქმნება, გამოვა, რომ სამი სამსახურის უფროსის შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ.
საჯარო მოხელეებმა ზოგადი გაფრთხილება უკვე მიიღეს, – რომ იგეგმება რეორგანიზაცია. პერსონალურად, ამ პროცესის ფორმიდან და შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტულ საჯარო მოხელეებს ინფორმაცია დადგენილ ვადებში მიეწოდება.
– რეორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და არა მარტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში?
– მე როგორც მაქვს ინფორმაცია, რეორგანიზაციის პროცესი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
– ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის რაც არის განსაზღვრული საშტატო რაოდენობა, – ამის გათვალისწინებით, მოგიწევთ ადამიანების სამსახურიდან გაშვება, დამატება, თუ ეს ჯერ გასარკვევია? ადამიანებს წასვლა მოუწევთ სამსახურებიდან?
– რეორგანიზების პროცესში, არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთი საშტატო განრიგით გათვალისწინებული პოზიციები აღარ გვქონდეს. ამიტომ კონკრეტული თანამშრომლები იმ პოზიციებზე ვეღარ იმუშავებენ, მაგრამ მათი პოტენციალი თუ სხვა მიმართულებით შესაძლებელია გამოვიყენოთ და იმავდროულად, სხვა მიმართულებით ვაკანტური თანამდებობები დაგვრჩება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ვრცელ ინტერვიუს გაეცანით ბმულზე.
ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობა, სამი წელია, რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელს ითხოვს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში წყალმომარაგების
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. რას ითვალისწინებს რეორგანიზაცია, – ახალი ადმინისტრაციული მოდელი როგორი იქნება; რამდენი საშტატო ერთეულის შემცირება გახდება აუცილებელი; […]
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალში,
დღეიდან, 8 ივნისიდან, საგარეუბნო მატარებელი ხაშური-ზესტაფონი-ხაშური