ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალში,მთელი ქვეყნის მასშტაბით, 120-ზე მეტი სკოლა გადავიდა, მათ შორის იმერეთიდან – 26 სკოლის გუნდი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ (ლიდერი მასწავლებელი ელისო არჯევანიძე) კონკურსის ნახევარფინალისტებს შორის პირველ ადგილზეა. ნახევარფინალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ასევე გადავიდნენ ვარძიის (ლიდერი მასწავლებელი გოჩა ბააკაშვილი), ბორითის, ხარაგაულის #2 (ლიდერი მასწავლებელი მადონა ულუმბელაშვილი) და ლაშის საჯარო სკოლის ეკოკლუბები (ლიდერი მასწავლებელი თამარ ძიძიგური).

ვულოცავთ კონკურსის ნახევარფინალისტებს ამ შედეგს და შემდგომ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებთ.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალისტი სკოლების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

ამ კონკურსის ნახევარფინალის თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

„სიცოცხლის წყარო“ – ნიკო კეცხოველის კონკურსის ფარგლებში ხარაგაულში პრეზენტაცია გაიმართა

კიცხის სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2025“-ის გამარჯვებულია